დერცელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის ომის თემაზე ვიდეორგოლი გადაიღეს
27-11-2018

ადიგენის მუნიციპალიტეტის, დერცელის საჯარო სკოლის მოსწავლეები ვიდეორგოლების კონკურსში - „გახდი კადეტი“ მონაწილეობდნენ. 

მე-8 კლასის მოსწავლეებმა - მერაბ ბერიძემ, რაულ ბერიძემ და ზურაბ გობაძემ კონკურსისითვის ვიდეორგოლი გადაიღეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ვიდეო ეძღვნება აფხაზეთის ომის თემას და მინისპექტაკლს წარმოადგენს.

სცენარის თანახმად აფხაზეთიდან დევნილი ქართველების ოჯახში შვილს (მერაბ ბერიძე) თავისი აფხაზი მეგობარი (ზურაბ გობაძე) მიჰყავს სტუმრად და თავის მამას (რაულ ბერიძე) აცნობს. მათ შორის იმართება დიალოგი, რომელშიც ასახულია როგორც წარსულის წყენა, ისე დღევანდელი სიტუაცია და მომავლის იმედები. მოზარდები მსჯელობენ ქართულ-აფხაზური შერიგებისა და საქართველოს გამთლიანების შესახებ.

„ვფიქრობ ეს ვიდეო საქართველოს არცერთ პატრიოტს გულგრილს არ დატოვებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203