ასპინძის მუნიციპალიტეტის აწყვიტის საჯარო სკოლის ექვსმა მასწავლებელმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
აწყვიტის საჯარო სკოლის დირექტორმა ნოდარ ბერიძემ პედაგოგებს მიღწეული წარმატება მიულოცა და სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცა მათ.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მასწავლებლებს სერტიფიკატების მიღებას და წარმატებებსა და კარიერულ წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები