არწივანის საჯარო სკოლაში მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა
27-11-2018
წალკის მუნიციპალიტეტის არწივანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა კლასის მოსწავლეთათვის მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა.

მოსწავლეებს სულ ათი კითხვა-ამოცანა დაუსვეს. მათ ყოველი ამოცანის ამოსახსნელად განსაზღვრული დრო ჰქონდათ. 

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ვიქტორინამ წარმატებით ჩაიარა. 

„მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულნი, ისინი ხალისით მუშაობდნენ ამოცანების ამოხსნაზე. ვიქტორინის დასასრულს მათ გამოთქვეს სურვილი რომ კიდევ გაიმართოს მსგავსი ღონისძიებები სკოლაში“ - აღნიშნა მან. 

მოსწავლეებს სპეციალური ჟიური აფასებდა. ვიქტორინის დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებულები. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203