„განათლება მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობაა“ - ყუმურის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს ყუმურის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ნაილი ადეიშვილი გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც სამშობლოს განათლებული, ღირსეული და წარმატებული მომავალი აღიზრდება.
საუკეთესო მოსწავლე არის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, თავაზიანი და დისციპლინირებული, კლასელებთან მეგობრული და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ახალგაზრდა.
პედაგოგი ფასობს პროფესიონალიზმით, თავმდაბლობითა და სასკოლო საზოგადოებასთან ეფექტური თანამშრომლობით.
დირექტორი უნდა იყოს მეგობრული ლიდერი, უყვარდეს თავისი საქმე და მუდმივად სკოლის წარმატებაზე ზრუნავდეს.
განათლება არის მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა.