ქუტირის საჯარო სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურის წრე ფუნქციონირებს
27-11-2018
ხონის მუნიციპალიტეტის ქუტირის საჯარო სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურის წრის მორიგი შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე წრის ხელმძღვანელმა ბოლოთანხმოვნიან, ბოლოხმოვნიან და რიცხვით სახელთა მართლწერაზე ისაუბრა. 

მოსწავლეებმა იმუშავეს, როგორც თეორიულ მასალაზე, ისე პრაქტიკულადაც. 

წრის მიზანია მოსწავლეებმა სწორი მეტყველება და წერა ისწავლონ. 

„როგორც წრის გეგმა ითვალისწინებდა, ყოველ მეორე მეცადინეობაზე ვმუშაობდით წაკითხული ტექსტის გააზრებაზე, რომლის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ სხვადასხვა ხასიათის ტექსტების აღქმა, გააზრება და მწერლის მთავარი სათქმელის განსაზღვრა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203