თელავის N9 საჯარო სკოლას მამუკა ბახტაძე და მიხეილ ბატიაშვილი სტუმრობდნენ
27-11-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თელავში ახლად რეაბილიტირებულ მე-9 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით სრულად გარემონტდა.

მთავრობის მეთაურმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები და ლაბორატორიები დაათვალიერა და მოსწავლეებს გაესაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, რომლის მეორე კომპაქტის მეშვეობით საქართველოში 35 ათასზე მეტი მოსწავლის სასწავლო გარემო უმჯობესდება, სრული რეაბილიტაცია უტარდება 91 საჯარო სკოლას რეგიონებში, საიდანაც 58 საჯარო სკოლა უკვე დასრულებულია. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 54 მილიონი აშშ დოლარია.

მთავრობის მეთაური თელავის რეაბილიტირებულ სკოლაში განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203