კიროვაკანის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ბიოლოგის გაკვეთილი ჩატარდა
27-11-2018
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კიროვაკანის საჯარო სკოლის მე-9 კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ბიოლოგის გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილს პედაგოგი არაქსია სტეპანიანი ხელმძღვანელობდა. გაკვეთილის თემა იყო - „ადამიანის ქალას ჩონჩხი და თავის ტვინი“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
„გარდა სახელმძღვანელოში არსებული თეორიული მასალისა ისინი დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ მატერიალურ რესურსს და ეცნობოდნენ ელექტრონულ რესურსს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
„ბიოლოგია საინტერესო საგანია, მასწავლებლის დახმარებითა და პრაქტიკული აქტივობებით ვცდილობთ შევისწავლოთ ადამიანის აგებულება, ორგანოები“- ამბობენ მეცხრეკლასელები.