„სკოლაში განათლებით, სიყვარულითა და მზრუნველობით სააღმზრდელო კერა იქმნება“ - აღაიანის საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს აღაიანის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ლალი გელხაური გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც განათლებით, სიყვარულითა და მზრუნველობით საამღზდელო კერა იქმნება.
საუკეთესო მოსწავლე არის მოქალაქობრივი პასუხისმგებლობის მქონე, ქვეყნის სიყვარულით გამორჩეული, განათლებული და მიზანსწრაფული ახალგაზრდა.
პედაგოგი ფასობს პროფესიონალიზმით, რაშიც მისი განათლება, კომუნიკაციის უნარი და მოსწავლეთა შედეგები იგულისხმება.
დირექტორი უნდა იყოს პრინციპული და სამართლიანი პიროვნება, მუშაობდეს გუნდურად და სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებას უწყობდეს ხელს.
განათლება არის ყველაფრის საწყისი...