მსოფლიო ბავშვთა დღეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა კამპანიის „დაასრულე ძალადობა“ შემაჯამებელი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის N90 საჯარო სკოლის მოსწავლეები: გრეტა ბერიძე, ნინო მელაძე, ნინო კობახიძე, ედუარდ კაზარიანი და რენატ მუსაევი.
მოსწავლეები უნისეფის მიერ ორგანიზებულ ამ კამპანიაში სკოლის სახელით წარსდგნენ.
მოსწავლეებმა პროექტის „დაასრულე ძალადობის“ წარმომადგენლებს მათ მიერ მომზადებული პლაკატები, V-VIII კლასის მოსწავლეებში ანონიმური კითხვარების გზით მიღებული სტატისტიკა და ბავშვთა მიმართ ძალადობის დაძლევის მათეული შეხედულებები გააცნეს.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს ინგლისურენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ.
2018 წელს მსოფლიო ბავშვთა დღის თემა იყო ბავშვთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა. ამ დღის სლოგანი „გახდი ლურჯი“ მიმართულია ყველა იმ დაუცველ ბავშვზე, რომლის ხმაც ნაკლებად ისმის.
იხილეთ ფოტოები