ბეშთაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავისუფალ თემაზე კონკურსი ჩაატარეს
27-11-2018
წალკის მუნიციპალიტეტის, ბეშთაშენის საჯარო სკოლაში ლიტერატურული წრის - „შემოქმედი“ წევრებმა თავისუფალ თემაზე კონკურსი - „რომ შექმნა რაიმე დიადი უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის“ ჩაატარეს.
მოსწავლეებმა საკუთარი ლექსები და მოთხრობები წაიკითხეს და დამსწრე საზოგადოებას ნახატები წარუდგინეს. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე წაკითხული წიგნების შესახებ პრეზენტაციები ჩაატარეს.