„დირექტორი პრობლემური საკითხების სასიკეთოდ შემცვლელი უნდა იყოს“ - ტეზრის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს ტეზრის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ალექსანდრე ჭადაშვილი გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც მიიღებ ჭეშმარიტ ცოდნას.
საუკეთესო მოსწავლე არის ახალგაზრდა, რომელიც ეფექტურად გამოიყენებს მიღებულ განათლებას.
პედაგოგი ფასობს განათლებითა და მოყვასისადმი სიყვარულით.
დირექტორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი და პრობლემური საკითხების სასიკეთოდ შემცვლელი.
განათლება არის ლამპარი, რომლის სინათლესაც უნდა მიჰყვეს ადამიანი.