გორის N4 საჯარო სკოლაში „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა
27-11-2018
გორის N4 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტურის ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა. ტესტირებას 37 მოსწავლე დაესწრო.
„მათი აზრით კითხვები ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ ვაგრძელებთ მომზადებას ეტალონის მეორე ეტაპისათვის, მაღალია მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა“ - აღნიშნავენ სკოლაში.
ტესტირებას საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ ეტალონის პედაგოგები ლეილა ხმიადაშვილი და მაია დვალიშვილი ხელმძღვანელობდნენ. იხილეთ ფოტოები