ასპინძის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, სახელწოდებით - „წვეთი სისხლი არ არის ჩემში არაქართული. ძაფი ნერვის არ არის ჩემში არა პოეტის“.
ღონისძიებაზე, რომელიც გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით ჩატარდა, ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის ლექსები, დღიურები, ჩანაწერები. შეასრულეს მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები. ნახეს დოკუმენტური ფილმი „გალაკტიონ ტაბიძე“.
როგორც საღამოს ორგანიზატორმა, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელმა მარეხ ბერიძემ აღნიშნა, საღამოს, რომელშიც V-VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ჰქონდა შემეცნებითი ხასიათი.
იხილეთ ფოტოები