„დირექტორს სასკოლო ცხოვრების პულსზე უნდა ეჭიროს ხელი“ - ბლიცპასუხები მერეთის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერისგან
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს მერეთის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი თეა ხაბლაევი გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც განათლებასთან ერთად, მოსწავლე ცხოვრებისეულ გამოცდილებას იძენს.
საუკეთესო მოსწავლე არის დამოუკიდებელი აზროვნების მქონე, შემოქმედებითი, თავისუფალი და წინსვლაზე ორიეტირებული.
პედაგოგი ფასობს აღზრდილი თაობის პიროვნული თვისებებითა და განათლებით.
დირექტორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი - სასკოლო ცხოვრების პულსზე უნდა ეჭიროს ხელი და მუდმივად მისი განვითარებისკენ მიისწრაფოდეს.
განათლება არის ის, რაც ცხოვრების გზას გვიკვლევს...