იანეულის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები ქველმოქმედებაში ჩაერთნენ
27-11-2018
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და დირექტორის ძალისხმევით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები შოთა შარაშიძის ოჯახს ესტუმრნენ.
შოთა შარაშიძის საცხოვრებელი სახლი დანგრევის პირასაა და ოჯახს უკიდურეს სიღარიბეში უწევს ცხოვრება. მისი შვილი, მანუჩარი იანეულის საჯარო სკოლაში სწავლობს.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ოჯახს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილე თამაზ ჯინჭარაძე და სოფლის დეპუტატი ქეთევან სიხარულიძე ეწვივნენ.
„სტუმრებმა ოჯახს დახმარება აღუთქვეს. მერმა კი გაზის, შუქისა და საკვების ფული გამოყო მათთვის“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.