კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე-19 შეკრებაში მოპოვებული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
27-11-2018
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ცირა მამუკაშვილი, ლიკა აბგაიძე და მარიამ ქოქოშვილი ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე-19 შეკრებაში მოპოვებული წარმატებისთვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე-19 შეკრება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა.
სკოლის აღსაზრდელებმა, პედაგოგ ლეილა არჩემაშვილის ხელმძღვანელობით, წარადგინეს თემები - „ერთი დღე კოჭბანში - ვახუშტი კოტეტიშვილი“, „ლომს მორევია სიბერე...“ იოსებ ტუქსიშვილი“ და „წყარო ქართულ ფოლკლორში“. იხილეთ ფოტოები