„პედაგოგი მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებით ფასობს“ - თორტიზის საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს თორტიზის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი მარეხ იოსებიძე გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც საქართველოს მომავალი უნდა აღიზარდოს.
საუკეთესო მოსწავლე არის განათლებაზე ორიენტირებული, ინოვატორი ახალგაზრდა.
პედაგოგი ფასობს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებითა და საინტერესო, ინდივიდუალური მიდგომებით.
დირექტორი უნდა იყოს მეგობრული ხელმძღვანელი, რომელიც სასკოლო გარემოსა და მის გამოწვევებს საუკეთესოდ იცნობს.
განათლება არის წარმატების ბილეთი ყველგან...