ახოს N1 საჯარო სკოლაში მინი-ფეხბურთში ორდღიანი შეჯიბრი ჩატარდა
27-11-2018
ქედის მუნიციპალიტეტის, ახოს N1 საჯარო სკოლის სპორტის მოყვარულთა კლუბმა „ჩირაღდანი“ მინი-ფეხბურთში ორდღიანი შეჯიბრი ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეჯიბრში მე-8, მე-9 და მე-12 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პირველ დღეს ერთმანეთს მე-9 და მე-12 კლასის გუნდები შეხვდნენ. თამაში მე-9 კლასელთა სასარგებლოდ, ანგარიშით - 6:2 დასრულდა.
მეორე დღეს მე-8 და მე- 9 კლასის გუნდებმა ითამაშეს. თამაში, მეცხრეკლასელების სასარგებლოდ ანგარიშით 6:4 დასრულდა. მე-9 კლასის აქტიური მოთამაშები იყვნენ - ბექა ბოლქვაძე, ანრი ბოლქვაძე, ალეკო ბერიძე და ბესო მჟავანაძე.