„სკოლა ფართო თვალსაწიერს უქმნის ახალგაზრდას“ - ბლიცინტერვიუ დაბა ბედიანის საჯარო სკოლის დირექტორთან
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს დაბა ბედიანის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ირმა გიორგაძე გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვი განათლებულ, ღირსეულ პიროვნებად ყალიბდება. სკოლა ფართო თვალსაწიერს უქმნის მოზარდს.
საუკეთესო მოსწავლე არის ახალგაზრდა, რომელიც მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში ეფექტურად იყენებს.
პედაგოგი ფასობს მოსწავლეთა მიმართ დამოკიდებულებით.
დირექტორი უნდა იყოს პროფესიონალიზმის, სამართლიანობისა და სასკოლო საზოგადოებაზე ზრუნვის, წინსვლის მაგალითი.
განათლება არის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ინტელიგენტური განვითარების შესაძლებლობა.