სკოლაში მშობელთა ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც ამ საკითხის სპეციალისტები აცხადებენ, მოსწავლისთვის ეს ძლიერი მოტივატორია. თუმცა მშობელთა ნაწილს მაინც უჭირს სასწავლო პროცესით დაინტერესება. თუ როგორ ახერხებენ მათ წახალისებას, ამის შესახებ
Etaloni.ge დირექტორებს ესაუბრა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კოლაგის საჯარო სკოლა, დირექტორი გალინა პანასენკო-სიმონიშვილი:
მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში სკოლაზე დადებითად აისახება, რადგან ეს ხელს უწყობს მშობლებსა და მასწავლებლებს ერთიანი ძალისხმევით იზრუნონ მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაზე. ხშირად მშობელთა ჩართულობა სკოლისთვის რთულად მისაღწევი მისიაა, განსაკუთრებით სწავლების საბაზო-საშუალო საფეხურზე. მშობლების ჩართულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა მათთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება. კომუნიკაცია შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი. მაგალითად, სკოლაში მიმდინარე საკითხების მიმოხილვა, ყოველთვიური ნიუსების გამოქვეყნება, შვილის მოსწრების შესახებ ინფორმირება, კომუნიკაცია ინტერნეტ სივრცეში და რაც მთავარია, მომავალში სკოლაში დაგეგმილი აქტივობების თაობაზე ინფორმაციის მათთვის საინტერესო კუთხით მიწოდება. ამ თვეში ჩვენი სკოლა „ეტალონის“ მიერ განხორციელებულ პროექტში პირველად ჩაერთო, რომელიც ტესტური დავალებების შესრულებაში მშობლებისა და მათი შვილების ერთობლივად ჩართულობას ითვალისწინებს. ძალიან საინტერესო და საჭირო პროექტია. მაქვს მოლოდინი, რომ მომავალში ჩვენი სკოლის ჩართულობა მეტად გაიზრდება, რაც თავის მხრივ უფრო დააახლოებს სასკოლო საზოგადოებას და დროთა განმავლობაში სკოლის კულტურაზე იასახება.
მოსწავლეები, ვისი მშობლებიც სასწავლო პროცესში ჩართული არიან, საუკეთესო შედეგებს ავლენენ, იზრდება მათი მოსწრების დონე და დასწრების მაჩვენებელი, ასევე, პოზიტიური ქცევა უყალიბდებათ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კეთილგანწყობილი არიან სკოლის მიმართ და საკუთარი შესაძლებლობის რწმენა აქვთ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლა, დირექტორი მანანა შავდია:მშობელთა ჩართულობა მთავარია და ამისთვის ღონისძიებები გვაქვს. გამოკითხვებსაც ვატარებთ, რომლის მიხედვითაც მშობლებს ანონიმურად შეუძლიათ მოგვწერონ რა სურთ. ასევე მათ ღონისძიებებში ვრთავთ. იმ მშობლებს, რომლებიც მაინც არ ერთვებიან, დამრიგებლები პირადად ეკონტაქტებიან ან ხვდებიან. მშობელთა ჩართულობის გარეშე სასწავლო პროცესის ამაღლება შეუძლებელია.
ზუგდიდის N12 საჯარო სკოლა, დირექტორი ხათუნა სახორია:მშობელთა სასკოლო ჩართულობა შინაგანაწესითაა განსაზღვრული და შესაბამისი ხელშეკრულებაც არსებობს. აღნიშნულში მშობელთა უფლებები და მოვალეობებია მოცემული. მაგალითად, მშობელს აქვს უფლება სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვა, შვილის ობიექტურად შეფასება, მოსწავლის მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება მოითხოვოს. რაც შეეხება ვალდებულებას - ბავშვი სკოლაში დროულად უნდა გაუშვას, შეამოწმოს მისი ჩანთა და ა.შ. რა თქმა უნდა, არის ისეთი შემთხვევევბიც, როცა მშობელი სხვადასხვა მიზეზის გამო პროცესში მაინც არ ერთვება. ამ დროს დამრიგებელი მას ტელეფონით ურეკავს და ინფორმაციას აწვდის. მშობელთა სასკოლო ჩართულობა მოსწავლის სწავლის ხარისხზე აისახება. დირექციისა და მშობლის ხშირი კონტაქტი მოსწავლის მდგომარეობას აკონტროლებს, ეს კი შედეგს აუცილებლად იღებს.
მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის საჯარო სკოლა, დირექტორი ციოყ წერედიანი:მშობელთა ჩართულობისთვის სხვადასხვა ღონისძიებას ვატარებთ. ვგულისხმობს კლასის საათებსა თუ მშობელთა კრებას. ასევე, ბავშვის სასწავლო დონის ასამაღლებლად თავად მშობელს ვუკავშირდებით. მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ როცა ოჯახი და სკოლა ერთად მუშაობს, შედეგს იღებენ. მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს თუ როგორ სწავლობს მოსწავლე და სად სჭირდება მას დახმარება.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ფუთის საჯარო სკოლა, დირექტორი ციური ჩიხლაძე:ჩართულობას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთან მშობელთა კრება წელიწადში ორჯერ ტარდება. წლის ბოლოს დაგეგმილ აქტივობებსაც ვაჯამებთ, მშობლებს თანამედროვე აღზრდის წესებს ვაცნობთ და ისინი დიდ დაინტერესებასაც გამოხატავენ. მშობელმა უნდა იცოდეს მოსწავლის ასაკობრივი თავისებურება და ბავშვის დღის რეჟიმს მონიტორინგს უწევდეს. წარჩინებულ მშობლებს მოტივაციის ასამაღლებლად კრებაზეც წარმოვაჩენთ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი ეკა ფიფია:მშობელთა ჩართვისთვის სხვადასხვა ღონისძიებას ვატარებთ. მშობლები ბავშვებთან ერთად იღებენ მონაწილეობას და ინიციატივასაც იჩენენ. გვაქვს წამახალისებელი ტიტულებიც - „საუკეთესო მშობელი“, რომელიც მას გადაეცემა, რომელიც ყველაზე აქტიურია. მშობელთა კომიტეტიც გვაქვს შექმნილი, რომელიც სკოლასი მშობელთა ჩართულობას უშუალოდ უზრუნველყოფს. ამის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ მაინც უფრო დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები აქტიურობენ. მშობლის ჩართულობას სკოლაში, მოსწავლის სწავლის მონიტორინგს დიდიუ მნიშვნელობა აქვს, რადგან ამით მათ სწორად აღზრდის ხერხებს ხვდებიან. ადრე სწორ აღზრდად სასჯელი მოიზარებოდა, რაც შეცდომაა, რადგან სწორი აღზრდა რჩევა-დარიგების გაცემას მოიცავს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვაზისუბნის საჯარო სკოლა, დირექტორი ლალი კობახიძე:საქართველოს ყველა სკოლაში ამაზე ვსაუბრობთ, რომ მშობელთა ჩართულობა ძალიან ამართლებს. მათ ღონისძიებებში ვრთავთ, რომელსაც თავად ამზადებენ. მშობლები სასწავლო ეროვნულ გეგმასაც იცნობენ. აღვნიშნავ, რომ ცოტა ხნის წინ რესურსცენტრის უფროსი შეხვდა მათ და ესაუბრა. ასევე, სკოლასა და მშობელს შორის ხელშეკრულებაც გაფორმდა, რომლის მიხედვითაც პასუხისმგებლობა და ვალდებულება დაეკისრათ. თუმცა მაინც არის კატეგორია მშობლებისა, რომლებიც სკოლაში არ მოდიან. ხაზგასასმელია, რომ წარმატებული ბავშვების მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი სკოლაში. შესაბამისად, მშობელთა ჩართულობა ბავშვის სწავლის პროცესს განსაზღვრავს და ამიტომ ეს აუცილებელია.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ომალოს საჯარო სკოლა, დირექტორი ბელა გუნაშაშვილი:წინა წლებში უფრო დაბალი ჩართულობა იყო და ამიტომ ბევრი აქტივობა ჩავატარეთ, რომ მოგვეზიდა. მაგალითად, ღონისძიებები, რომლებშიც თავად ჩაერთნენ. შედეგად, მშობლები უფრო ხშირად მოდიან დამოსწავლეთა სწავლის პროცესს აკონტროლებენ. დირექციას, ბუნებრივია, მათთან მუდმივი კონტაქტი აქვს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბირკიანის საჯარო სკოლა, დირექტორი ეთერ წინწალაშვილი:დამრიგებლებს მშობლებთან ხშირი ურთიერთობა აქვთ. თითქმის ყოველ კვირა მშობელთა კრება იმართება, სადაც მოსწავლეთა სწავლის პროცესი განიხილება. მშობლები დისციპლინარულ საკითხებში, სწავლის პროცესის გაუმჯობესებაში გვეხმარებიან. საბედნიეროდ, ჩვენ არ გვქონია პრობლემა იმ მხრივ, რომ მშობელთა ჩართულობისთვის დამატებითი ძალისხმევა დაგვჭირვებოდა. თავადვე არიან დაინტერესებულნი ამ პროცესით.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაილეთის საჯარო სკოლა, დირექტორი მზევინარ ხავთასი:მშობლები დაწყებით საფეხურზე უფრო ჩართულები არიან, ზედაზე-ნაკლებად, რადგან ან საზღვარგარეთ, ან დედაქალაქში არიან სამუშაოდ. მათი ჩართვისთვის ღონისძიებებს ვატარებთ, დამრიგებელი მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას აცნობს დ ა.შ. მშობელი სკოლიდან გარიყული არ უნდა იყოს და სკოლაში მისვლა უნდა უხაროდეს. აისახება როცა მშობელი დაინტერესებულია შვილის სწავლით, ეს მოსწავლის სწავლის ხარისხზე აისახება. იმისთვის, რომ მშობლებმა ნახონ თუ როგორ უნდა ამეცადინონ შვილი, სურვილის შემტხვევაში მათ გაკვეთილზე ვასწრებთ. ვინც მაინც არ ერთვება, გასაუბრების მიზნით ოჯახშიც კი მივსულვართ, რომ გაგვეგო თუ რატომ არიან პასიურად. ხშირად გვესმის, რომ სკოლაში მოსვლა შვილის სწავლის დაბალი ხარისხის გამო ერიდებათ. ამ დროს ვეუბნებით, რომ პირიქით, სწორედ იმიტომ უნდა მოვიდენენ, რომ სწავლის პროცესი გაუმჯობესდეს.
ვანის მუნიციპალიტეტის ყუმურის საჯარო სკოლა, დირექტორი ნაილი ადეიშვილი:მშობელთა ჩართულობას დამრიგებლების მეშვეობით ვახერხებთ. მათ როგორც სატელეფონო, ასევე ცოცხალი კომუნიკაცია აქვთ მშობლებთან. დამრიგებლები თვეში ერთხელ მშობელთა კრებას ატარებენ, სადაც ყველა საკითხს განიხილავენ. იმ მშობლებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო პროცესში ვერ ერთვებიან, დამრიგებლები თვეში ერთხელ მაინც სახლში აკითხავენ. ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შეიძლება მშობელს არასწორად ეგონოს, რომ შვილი კარგი მოსწავლეა. თან ბავშვი უფრო მოტივირებულია ისწავლოს, როცა მშობელი ამ პროცესში ჩართულია.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალი საყულიის საჯარო სკოლა, დირექტორი ნატო გაბიძაშვილი:მშობელთა კრებებს ვატარებთ, რომელიც კონკრეტულ საკითხს ეხება. ხოლო დამრიგებლები საკლასო საათებს აწყობენ, რა დროსაც მშობლები ღონისძიებებში ერთვებიან, ან დისკუსიას მართავენ, ბავშვებთან ურთიერთობას განიხილავენ. თუ მშობელი პროცესში არ ერთვება, დამრიგებლები ტელეფონით უკავშირდებიან და ინფორმაციას აცნობენ. მაქსიმალურად ვცდილობთ მშობელთა დრო გავითვალისწინოთ, რომ ყველამ შეძლოს ჩართვა. დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, რადგან, სკოლას აუცილებლად სჭირდება მეგობარი მშობლის სახით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხრიალეთის საჯარო სკოლა, დირექტორი დავით ჯაბუა:მშობლებს პარასკევობით ინფორმციას ვაწვდით. მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და აბსოლუტურად ყველა მოსწავლის მშობელი აქტიურად არის ჩართული. ეს მოსწავლეთა სწავლის ხარისხზე აისახება.
აბაშის მუნიციპალიტეტის ზანათის საჯარო სკოლა ზურაბ უჩანეიშვილი:მშობელთა ჩართულობისთვის გეგმა გვაქვს, რომლის თანახმად ყოველი თვის ბოლოს შვილების მონაცემებზე მშობლები ინფორმაციას ინდივიდუალურად იგებენ. მათი წახალისებისთვის სიგელებს და ტიტულებს ვარიგებთ, ვგეგმავთ შეხვედრებს, რომელიც უფროს თაობასთან ახალი თაობის ინტეგრაციას გულისხმობს. თუმცა, რა თქმა უნდა, არიან მშობლები, რომლებიც მაინც არ ერთვებიან და დამრიგებლები იქით მიდიან ოჯახში ინფორმაციის მისაწოდებლად. მოსწავლის სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბებისთვის, სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის და შესაბამისად, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მშობელთა სკოლაში ჩართულობა აუცილებელია. მარტვილის მუნიციპალიტეტის ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლა, დირექტორი მანანა შავდია:მშობელთა ჩართულობა მთავარია და ამისთვის ღონისძიებები გვაქვს. გამოკითხვებსაც ვატარებთ, რომლის მიხედვითაც მშობლებს ანონიმურად შეუძლიათ მოგვწერონ რა სურთ. ასევე მათ ღონისძიებებში ვრთავთ. იმ მშობლებს, რომლებიც მაინც არ ერთვებიან, დამრიგებლები პირადად ეკონტაქტებიან ან ხვდებიან. მშობელთა ჩართულობის გარეშე სასწავლო პროცესის ამაღლება შეუძლებელია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის აფნიის საჯარო სკოლა, დირექტორი ბადრი კოჩალიძე:მშობლებს სასწავლო პროცესში ღონისძიებებითა და ხელშეკრულებებით ვრთავთ. თუ არ ერთვება მშობელი, მაშინ დამრიგებელი ინდივდივიდუალურად ეკონტაქტება. მშობლისა და სკოლის თანამშრომლობას მოსწავლის მიერ კარგად სწავლის პროცესზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ნინოწმინდის საჯარო სკოლა, დირექტორი ლია შენგელიძე:სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მშობლები დამრიგებლისა და პედაგოგების მხრიდან ინფორმირებულნი არიან. ინდივიდუალური შეხვედრებიც ხდება და პარასკევობით მშობელთა კრებასაც ვატარებთ. სკოლა და ოჯახს ერთი მიზანი უნდა ჰქონდეთ. თანამშრომლობის გარეშე არაფერი არ გამოვა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლა, დირექტორი თამარ თოხაძე:ასეთი ტრადიცია გვაქვს, რომ სემესტრის ბოლოს შემაჯამებელ გაკვეთილებს ვატარებთ, რომლებსაც მშობლები ესწრებიან. ეს მათთვის და ბავშვებისთვისაც სტიმულია. ასევე, ღონისძიებებზე მშობლებსაც ვრთავთ. მათი გვერდში დგომის გარეშე არაფერი გამოვა.
ახალციხის N7 საჯარო სკოლა, დირექტორი ლალი კარკაძე:ჩვენი სპეცსკოლაა, სსსმ ბავშვებისთვის. მაქსიმალურად ვცდილობთ მშობელთა ჩართულობას და ამისთვის ღონისძიებებს ვატარებთ. მშობლები სამეურვეო საბჭოსი არიან გაწევრიანებულნი, ასევე კრებები იმართება და კლასის საათი ეწყობა. მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია პირველ რიგში ბავშვის განვითრებისთვის.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ღორთუბნის საჯარო სკოლა, დირექტორი რომან მარკოიძე:მშობელთა ჩართულობა საჭიროა იმიტომ, რომ მოსწავლეთა სწავლის დონე ამაღლდეს. მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს სკოლას განახორციელოს თავისი ფუნქცია - აღზარდოს განათლებული და სრულფასოვანი მოქალაქე.