არწივანის საჯარო სკოლაში მათემატიკის შემეცნებითი გაკვეთილი ჩატარდა
28-11-2018
წალკის მუნიციპალიტეტის არწივანის საჯარო სკოლაში მათემატიკის პედაგოგმა ზაურ პაპიაშვილმა საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის თემა იყო მიუწვდომელ ობიექტამდე მანძილის გამოთვლა, სინუსების თეორემის გამოყენებით.
მასწავლებლის თქმით, გაკვეთილი რამდენიმე აქტივობად განხორციელდა. მოსწავლეები ჯერ თეორიულ მასალას გაეცნენ, შემდგომ კი ეს ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს.
„მოსწავლეებმა სინუსების თეორემის გამოყენებით მიიღეს მიუწვდომელ ობიექტამდე მანძილის გამოსათვლელი ფორმულა, ხოლო დაყვანის ფორმულის გამოყენებით კი მიიღეს ამ ფორმულის საბოლოო სახე. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გააკეთა შესრულებული დავალების პრეზენტაცია“ - აღნიშნა ზაურ პაპიაშვილმა. იხილეთ ფოტოები