გორის მუნიციპალიტეტის ქვემო ხვითის საჯარო სკოლაში იძულებით და ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით პროექტი განხორციელდა.
პროექტი მიზნად ისახავდა ამ თემის შესახებ მოზარდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, მოზარდმა უნდა იცოდეს ნაადრევი ქორწინებით გამოწვეული რისკები, საფრთხეები და მავნე შედეგები.
პროექტის განსახორციელებლად მე-10 კლასის მოსწავლეები ჯგუფ-ჯგუფად გავიდნენ თემში და გამოკითხეს, როგორც ნაადრევ ქორწინებაში მყოფი პირები, ასევე მშობლები, რომელთა შვილების ადრეულ ასაკში სკოლიდან გათხოვდნენ.
პროექტის ბოლოს მოსწავლეებმა ნახეს ფილმი და მოაწყვეს დისკუსია.
იხილეთ ფოტოები