დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეები შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევიან
28-11-2018
დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეები შემოქმედებით პროცესში ნიჭიერებას ავლენენ და მათი ხელნაკეთი ნივთები აღფრთოვანებას იწვევს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მესამე კლასის მოსწავლეებმა თავისუფალ თემებზე ისაუბრეს და ამ თემის ირგვლივ „ოცნების სახლები“ ააშენეს. 

„როგორი უნდა იყოს იდეალური გარემო, როგორ უნდა შეიცვალოს ის, რომ ყველას ჰქონდეს ცხოვრების სურვილი. გაკვეთილის თემატიკა გარემო და ბუნების გალამაზება იყო, რომელსაც მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი“ - აღნიშნა მასწავლებელმა ხათუნა ოქრიაშვილმა. 

სკოლაში შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები სწავლობენ. ამის დასტურია, პირველი კლასის მოსწავლის, ბარბარე გავაკეთაშვილის ნამუშევრები. 

მოსწავლეს პედგოგი მაია მთვარაძე ხელმძღვანელობს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203