ფოთის N11 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკაში გალაკტიონ ტაბიძის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს.
სკოლის აღსაზრდელებმა პოეტის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს.
17 ნოემბერს, ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიკოსის გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 127 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტო