ახალციხის N5 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები წიგნებით დაჯილდოვდნენ
28-11-2018
ახალციხის N5 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
საზეიმო ღონისძიება ახალციხის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა. მოსწავლეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს და საჩუქრად წიგნები გადასცეს.
შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.