წალკის მუნიციპალიტეტის არწივანის საჯარო სკოლაში გასვლითი ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და გეოგრაფიაში ჩატარდა. გაკვეთილის თემა ადგილობრივი ლანდშაფტის შესწავლა, მათემატიკური გაზომვების ჩატარება და ისტორიული მოვლენების და ფაქტების დაკავშირება რიცხვით ღერძთან იყო.
გაკვეთილს გეოგრაფიის მასწავლებელი ოთარ შაინიძე და მათემატიკის მასწავლებელი ზაურ პაპიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
გეოგრაფიის მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები უშუალოდ გაეცნენ დაშბაშის კანიონს, რომელიც მოძებნეს რუკაზე თავისი კოორდინატებით, მათემატიკის მასწავლებლის დახმარებით კი თვალის ზომით შეაფასეს მანძილები ობიექტებს შორის და შემდეგ უშუალო გაზომვებით შეამოწმეს საკუთარი ვარაუდები.
გაკვეთილის მსვლელობა და გეგმა სრულად იხილეთ
აქ. იხილეთ ფოტოები