„კიდევ ერთ შანსს გაძლევთ, გაათავისუფლეთ მასწავლებლები ამ უაზრო გამოცდებისგან“ - წერილი საარჩევნო ბიულეტენზე
29-11-2018

ბათუმის N14 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა მასწავლებლების კრედიტქულების დაგროვებისგან გათავისუფლება მოითხოვა.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.

„კიდევ ერთ შანსს გაძლევთ, გაათავისუფლეთ მასწავლებლები ამ უაზრო გამოცდებისგან, კრედიტების დაგროვებისგან. ნუ დააშორებთ მასწავლებლებს მოსწავლეებისგან“,-წერს ერთ-ერთი ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენზე.

გუშინ, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203