ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამკურნალო მცენარეების დამზადებას სწავლობენ
29-11-2018

ახალციხის მუნიციპალიტეტის ღრელის საჯარო სკოლაში „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში მოსწავლეები სამკურნალო მცენარეების დამზადებას სწავლობენ.

სკოლას საზოგადოებრივ კოლეჯ „ოპიზართან“ აქვს გაფორმებული მემორანდუმი. 

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, აღნიშნულ პროგრამებში ჩართული მოსწავლეები დიდი გულისხმიერებითა და მონდომებით ეუფლებიან აღნიშნულ პროფესიას. 

ღრელის საჯარო სკოლა მადლობას უხდის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის დაფინანსებისათვის. სკოლის ადმინისტრაცია ასევე მადლობას უხდის საზოგადოებრივ კოლეჯ „ოპიზარს“, მის დირექტორს, ბელა ავალიშვილსა და პედაგოგს ლინა გიორგაძეს. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203