ბუთურაულის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე თამთა დიასამიძე კომპიუტერით დაჯილდოვდა
29-11-2018
შუახევის მუნიციპალიტეტის, იაგო მიქელაძის სახელობის ბუთურაულის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე თამთა დიასამიძე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ დააჯილდოვა. თამთა დიასამიძე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერით დასაჩუქრდა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები აღსაზრდელს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
წელს საქართველოს მასშტაბით 2971 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. იხილეთ ფოტო