ახალციხის N5 საჯარო სკოლაში სპორტული კვირეული გაიმართა
29-11-2018
ახალციხის N5 საჯარო სკოლის I-IV კლასებში თემაზე: „ვიცხოვროთ სპორტულად“   სპორტული კვირეული გაიმართა. 

კვირეულში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. 

„მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ სპორტი ადამიანისა და, მეტადრე, მოზარდის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი და ხშირად შეუცვლელი „წამალია“. პიროვნების ჯანსაღი და ჰარმონიული განვითარება დაწყებით საფეხურზე სწავლების ძირითად მიზანს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ეს კვირეული“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის დაწყებითი კლასის სპორტის მასწავლებლებს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის და პატარებს უსურვებს, გააცნობიერონ, რომ ჯანმრთელობა ნიშნავს არა რომელიმე დაავადების არქონას, არამედ მის თავიდან აცილებას, რაც ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით არის შესაძლებელი. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203