ყვარლის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის N1 საჯარო სკოლაში კონკურსი - „შემოდგომის ფერები“ გაიმართა.
ღონისძიებას ორგანიზება ია ჟონჟოლაძემ გაუწია.
კონკურსში აქტიურად მონაწილეობდნენ I-XII კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები.
თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა საკონკურსო თემასთან დაკავშირებული ნომრები, ხელთნაკეთი ნივთები, სიმღერები, ცეკვები და ლექსები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურსის თითოეული მონაწილე კლასი იმდენად კარგად წარსდგა ჟიურის წინაშე, რომ მათ I, II და III ადგილზე გასული კლასის გამოვლენა გაუჭირდათ და სხვადასხვა ნომინაციაში ყველა კლასი დაჯილდოვდა.
I კლასი დაჯილდოვდა შემოდგომის სურათის მრავალფეროვნად წარმოჩენისთვის, IIა კლასი - საუკეთესო ხელნაკეთი კომპოზიციების წარდგენისთვის, IIბ კლასი - შემოდგომის ტრადიციულად წარმოდგენისთვის, IIIა კლასი - შემოდგომის ფერების ყველაზე ორგანიზებულად წარმოდგენისთვის, IIIბ კლასი - თვითშემოქმედებით წარმოდგენისთვის, IV კლასი - თემატურად სრულყოფილი შემოდგომის სურათის შექმნისთვის და საუკეთესო ფოლკლორით და ქორეოგრაფიით წარდგენისთვის, V კლასი - შემოდგომის სურათის მრავალფეროვანი კომპოზიციის წარმოდგენისთვის, VI კლასი - ყველაზე ორიგინალურობით, VII კლასი - ყველაზე თეატრალიზირობისთვის, VIII კლასი საუკეთესო ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრების წარდგენისთვის, IX კლასი ყველაზე მუსიკალურები და ხელმარჯვეები, X კლასი საუკეთესო ნახატების წარდგენისთვის, XI კლასი მხატვრულად წარდგენისთვის, XII კლასი კი - ორიგინალური კომპოზიციისთვის - „ტკბილი შემოდგომა“.
„მათ ერთიანი ძალისხმევით ააჭრელეს და გააცოცხლეს სკოლის ეზო. „შემოდგომის ფერების“ პრეზენტაციამ ლამაზად ჩაიარა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები