აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლემ ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოსა და „ეტალონის“ ერთობლივ კონკურსში გაიმარჯვა
29-11-2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლე სოფიკო კურტანიძემ საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ერთობლივ კონკურსში გაიმარჯვა. ნარკვევების კონკურსში თემაზე „ლიეტუვის ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის“ მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით იყვნენ ჩართულები.
კონკურსი ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს შეეძლოთ. მოსწავლეებს უნდა გამოეგზავნათ ნარკვევი თემაზე „ლიეტუვის ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის“.
ლიტვის ელჩის ბატონი გიედრიუს პუოჯუნასის ეგიდით, კონკურსის შედეგების გამოცხადების და სპეციალური დიპლომების გადაცემის ცერემონია ლიტვის საელჩოში გაიმართება.
აწყურის საჯარო სკოლა ულოცავს სოფიკო კურტანიძეს და წარმატებებს უსურვებს.