ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, გოკიოს საჯარო სკოლაში „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა. სკოლის აღსაზრდელებმა შემოდგომის ჭირნახული გამოფინეს და მათ სარგებლიანობაზე ისაუბრეს.
მოსწავლეებმა ასევე თემატური ლექსები წაიკითხეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს რამდენად ბარაქიანი და მრავალფეროვანია შემოდგომა. იხილეთ ფოტოები