გაიცანით 8 წლის მოჭადრაკე ბექა წვერავა ხონის N4 საჯარო სკოლიდან
29-11-2018
გაიცანით ხონის N4 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე - მოჭადრაკე ბექა წვერავა.
ბექა 4 წლის იყო, როცა ჭადრაკზე შეიყვანეს. 5 წლის უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდა და 9-დან 6 პარტია მოიგო. ის 16-ჯერ გახდა ჩემპიონი, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე სამჯერ გაემგზავრა.
შარშან რუმინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტოპ ათეულში შევიდა, წელს კი ესპანეთში, ბარსელონაში 6 მატჩი მოიგო და რეიტინგი გაიუმჯობესა.
„ბექა საქართველოში თავის ასაკში პირველია ვაჟებს შორის. ასევე, არის პოლონეთის კულტურის თასის მფლობელი, თურქეთისა და ისრაელის ტურნირების პრიზიორი. ამჟამად კი საქართველოს მოქმედი ჩემპიონია“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.