ახოს N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ შეჯიბრი გაიმართა
29-11-2018
ქედის მუნიციპალიტეტის, ახოს N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კლუბის - „რა? სად? როდის?“ პირველი თამაში ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდი „პირველები“, მე-11 კლასელების გუნდი „სპარტანელები“ და მე-8 და მე-12 კლასის მოსწავლეების გუნდი „ლილე“ მონაწილეობდნენ.
თამაში გუნდ „ლილეს“ გამარჯვებით დასრულდა. იხილეთ ფოტოები