ქართული ჭიდაობა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია
29-11-2018

UNESCO-მ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, 29 ნოემბერს, მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე მიიღეს.

2014 წელს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ ჭიდაობას მიანიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, 2016 წელს კი, პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ქართულ ჭიდაობას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. ამის შემდეგ, საქართველომ იუნესკოს მიმართა, ქართული ჭიდაობა შეეტანა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.

ქართული ჭიდაობაში, რომელიც 200–მდე ილეთსა და კონტრილეთს ითვლის, ექვსი ძირითადი დარგია: ცერულები, სარმები, თეძოები, მოგვერდები, კაურები და კისრულები. 

იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში უკვე შესულია ოთხი ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი: ქართული მრავალხმიანობა (2001 წ.), ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი (2013 წ.), ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა (2016 წ.) და ქართული ჭიდაობა (2018 წ.).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203