ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონი ისევ გახდა
30-11-2018

სლოვენიის ქალაქ ბლედში მიმდინარე ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე  ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

განათლების, მეცნიერების, კუტლურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ნონა გაფრინდაშვილი სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა.  ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკემ ინგლისელი დინაჰ ნორმანი 74-ე სვლაზე დაამარცხა.

ნონა გაფრინდაშვილმა ტურნირზე 11 პარტიიდან 6 მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა და 8,5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

ქართველი მოჭადრაკე ყველაზე უხუცესია მათ შორის, ვისაც ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონობა აქვს მოპოვებული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203