როგორ აღნიშნეს ახალი წლის მოსვლა ნამაშევის სკოლაში
05-01-2017
ნამაშევის სკოლაში მასწავლებლების: ლედი ბოლქვძისა და თვალზისა გიორხელიძის ორგანიზებით და სკოლის დირექცის მხარდაჯერით მოეწყო საახალწლო ზეიმი სახელწოდებით: ,,საახალწლო ზღაპარი". 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს I-XI კლასის მოსწავლეებმა. მათ ყველას მიულოცეს დამდეგი შობა–ახალი წელი, წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები. პატარებს ღონისძიების ბოლოს თოვლის ბაბუამ საჩუქრები დაურიგა. 

სკოლის დირექტორის, მინდია გველებიანის ორგანიზებით მასწავლებელთა ფასდაუდებელი შრომის დაფასებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით ჩატარდა მასწავლებელთა და მოსწავლეთა ფარული გამოკითხვა, რის საფუძველზეც გამოვლინდა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ: სკოლის წარმატებული მასწავლებელი - შორენა მოსინავა, საუკეთესო თანამშრომელი - ნატო ონიანი, მასწავლებელთა რჩეული - მინდია გველებიანი, მოსწავლეთა რჩეული - მინდია გველებიანი და ნატო ონიანი. 

ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ: სკოლის მრავალშვილიანი მასწავლებლები ელისო ლეშკაშელი და ოლღა ჯანელიძე, სკოლისთვის დაუღალავი და ფასდაუდებელი შრომისთვის სალომე ჩარგეიშვილი, ღონისძიების ორგანიზებისთვის ლედი ბოლქვაძე და თვალმზისა გიორხელიძე. 

ღონისძიებამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203