ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, უჩმანის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე და სკოლის 50 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიებაში მთელი სკოლს მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი ნომრებით წარსდგნენ. პედაგოგებს პროფესიული დღე ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს და მათთან ერთად სკოლის იუბილე აღნიშნეს. იხილეთ ფოტოები