ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს
30-11-2018
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ VI ა და VI ბ კლასის მოსწავლეებმა ბუნების მასწავლებლის რუსუდან გურგენაშვილის ხელმძღვანელობით დასუფთავების აქცია მოაწყვეს. 

კერძოდ, მათ სკოლის მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგეს.

„ეს არის სიმბოლური აქცია, რომლითაც  ყველას მოვუწოდებთ, ქალაქსა და მის შემოგარენში ნაგავი არ დაყარონ“, -  განაცხადა ქალბატონმა რუსუდანმა.

აქტივობის დევიზი გახლდათ -  „ერთად ვიზრუნოთ გარემოს დასუფთავებაზე!“.

კერძო სკოლა „ანაბასისი“ ბუნების დაბინძურების წინააღმდეგ გამართულ აქციაში აქტიურადაა ჩართული. 

სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი ხასიათის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203