ლეღვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში იმყოფებოდნენ
30-11-2018
ლეღვანის საჯარო სკოლის „ეკო-კლუბის“ მოსწავლეები 21 ნოემბერს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც შეხვედრა ჰქონდათ იმერეთის კოორდინატორთან მაია კეზევაძესთან.
მაია კეზევაძემ „ეკო-კლუბის“ სოციალურ პროექტებზე, მიზანზე, მნიშვნელობასა და სასკოლო აქტივობებზე ისაუბრა.
აღნიშნულის ფარგლებში, ლეღვანის საჯარო სკოლის „ეკო-კლუბის“ ხელმძღვანელს, პედაგოგ ნათია კაციტაძეს და კლუბის წევრებს საჭირო ლიტერატურა გადასცეს, რათა მოსწავლეებს წარმოდგენა ჰქონდეთ თუ როგორ უნდა დაიცვან ეკოლოგიური კატასტროფებისაგან ბუნება, რა უნდა იცოდნენ შეშის მოპოვების, დამზადებისა და გამოყენების შესახებ, ორგანული ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებაზე.
დაწყებითი კლასის მოსწავლებს „ეკო-კლუბის“ წევრებმა წიგნი „გააფერადე შენი ქვეყნის ბუნება“ გადასცეს.