თბილისის N119 საჯარო სკოლის კლუბმა პროფესიული ორიენტაციის თემაზე პროექტი განახორციელა
30-11-2018
თბილისის N119 საჯარო სკოლის კლუბმა „ვარსკვლავებმა“ პროგრამა მომავლის თაობის ფარგლებში თემაზე „პროფესიული ორიენტაცია“ პროექტი განახორციელა.
აღნიშნულის ფარგლებში სკოლაში საქართველოს ფიზიკური აღზრდის და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი მანუჩარ დვალი მოიწვიეს.
მე-9 - მე-10 კლასელებთან შეხვედრაზე მანუჩარ დვალმა ისაუბრა თუ როგორ მნიშვნელოვანია სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთება. ასევე, მან მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიების შესახებ.
სკოლის დირექციის ცნობით, შეხვედრა თითოეული მოსწავლისა და მშობლებისთვის საინტერესო იყო.