ახალციხის N5 საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძეს ღონისძიება მიუძღვნეს
30-11-2018

ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინე ნებაძემ XI კლასში ჩაატარა გაკვეთილი თემაზე „გალაკტიონ ტაბიძის გახსენება“.

„საკლასო ოთახში იდილიური გარემო იყო შექმნილი, გაკვეთილის დასაწყისშივე აჟღერდა გალაკტიონის მიერ წაკითხული უკვდავი სტრიქონები „მთაწმინდის მთვარისა“. ღონისძიების მსვლელობისას მოსწავლეები სლაიდებზე აჩვენებდნენ გალაკტიონის ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები „მზეო თიბათვისა“ „უსიყვარულოდ“, „თოვლი“, „უკანასკნელი მატარებელი“, „ქარი ქრის“ და სხვა. საინტერესოდ ისაუბრეს მისი შემოქმედებისა და ცხოვრების, მისი პირველი და უკანასკნელი სიყვარულის ოლია ოკუჯავას, მისი ტყვეობისა და დახვრეტის შესახებ.

გაკვეთილის მსვლელობაში ჩართული იყო ყველა მოსწავლე. 

გაკვეთილს სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე და მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203