ხოჯორნის საჯარო სკოლაში ხატვის შიდა სასკოლო კონკურსი გაიმართა
30-11-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ხოჯორნის საჯარო სკოლაში ხატვის შიდა სასკოლო კონკურსი გაიმართა.

კონკურსში I-VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსის თემა იყო შემოდგომა.

ღონისძიებას ორგანიზება კონსულტანტ-მასწავლებელმა ლალი მარგიანმა გაუწია.

კონკურსის მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურსი საინტერესო იყო იმით, რომ არცერთ ნახატს არ ეწერა შემსრულებელი, მხოლოდ მინიჭებული ჰქონდათ ნომრები. ჟიურის შემადგენლობაშიც 4 მშობელი,1 მასწავლებელი და 2 უფროსკლასელი მოსწავლე იყვნენ. შეფასება სამბალიანი სისტემით შედგა.

მინიჭებული ქულებით პირველი ადგილი მე-5 კლასელმა შავარშ ღარიბიანმა დაიკავა, II ადგილი მე-6 კლასის მოსწავლეს სედა მიკოიანს ერგო,  III ადგილი კი 17-17 ქულით მე-7კლასის მოსწავლემ ჰასმიკ სირადეღიანმა და მე-5 კლასის მოსწავლემ გაინაწილეს. მასწავლებელთა სიმპატია მე-5 კლასის მოსწავლემ ნარე ვერმიშიანმა დაიმსახურა. წახალისებისა და  მოტივაციისთვის  სიგელები გადაეცათ პირველკლასელებსაც, რომელთათვისაც ეს პირველი კონკურსი იყო.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203