თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე საინტერესო პრეზენტაციები ჩაატარეს
30-11-2018
თბილისის N133 საჯარო სკოლის მე-10 კლასში ხელოვნების გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა.

სკოლის აღსაზრდელებმა საინტერესო პრეზენტაციები ჩაატარეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ერთ-ერთი საუკეთესო პრეზენტაცია ანა გაზდელიანს ეკუთვნოდა. მისი პრეზენტაციის თემა იყო - „მოდილიანი და მისი ფერწერა“. 

„საუკეთესო წარდგენით ანა გაზდელიანმა დაგვასაჩუქრა. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო პრეზენტაცია, რაც სკოლაში გამართულა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

გაკვეთილის ბოლოს გაიმართა ფილმის - „მოდილიანი“ ჩვენება. ფილმს სკოლის აღსაზრდელები მომდევნო გაკვეთილზე განიხილავენ.

გაკვეთილს პედაგოგი მანანა ჩომახიძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203