განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში 31 კოპიუტერი ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გადასცა.
მათ შორის იყვნენ ვალეს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები: ანა დემეტრაძე, ეკა ხითარიშვილი და ვერიკო მანველიშვილი.
კომპიუტერების გადაცემის ცერემონია „ახალციხის ციხის“ ციტადელზე გაიმართა.
სამინისტრო პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში, კომპიუტერებს ის მეათეკლასელები იღებენ, რომლებსაც მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასები ათ ქულაზე, დამრგვალების გარეშე აქვთ დამთავრებული.
ღონისძიებაზე ახალციხის რესურსცენტრის დირქტორმა ხათუნა ხმალაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში კომპიუტერი სულ 60–მა მოსწავლემ მიიღო.
ვალეს N2 საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები