კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის წითელხევის საჯარო სკოლამ ათი წლის იუბილე აღნიშნა
30-11-2018
კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის წითელხევის საჯარო სკოლამ ათი წლის იუბილე აღნიშნა. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ის მაკეტიც იხილეს, რომელიც სკოლას დაარსების დღეს გადაეცა.
სკოლის დირექციის შეფასებით, ზეიმი შთამბეჭდავი და ემოციური გახლდათ.
მათივე ინფორმაციით, აქტივობამ დამსწრეთა საერთო მოწონება დაიმსახურა.
ცნობისთვის, კონსტანტინე ფოცხვერაშვილი არის საქართველოს ყოფილი სახელმწიფო ჰიმნის („დიდება“) ავტორი. თავად ვერ მოესწრო ამ სიმღერის ახალ ცხოვრებას, მაგრამ 79 წლის შემდეგ 1990 წლის 12 ნოემბერს საბჭოთა იმპერიისაგან განთავისუფლებული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველმა სესიამ ეროვნულ ჰიმნად კოტე ფოცხვერაშვილის „დიდება“ დაამტკიცა.
მას შექმნილი და დამუშავებული აქვს მრავალი სიმღერა, მათ შორის „გაფრინდი შავო მერცხალო“, „გურჯანელნი“, სიმფონიური ოპერა „კერპთა დამხობა“, საბავშვო ოპერა „მანანა“ და სხვ.