საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის ანიმაციური რგოლების კონკურსი გამოცხადდა
01-12-2018

ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის ანიმაციური რგოლების კონკურსი - „გაცოცხლებული სურათები“ გამოცხადდა, გამარჯვებულები კი ფულადი პრიზებითა და სხვადასახვა ტიპის საჩუქრებით დაჯილდოვდებიან

კონკურსის ფარგლებში მონაწილეები შექმნიან ანიმაციურ ვიდეო რგოლებს, რომლებშიც ნიკო ფიროსმანის ნახატებს გააცოცხლებენ. კონკურსის მიზანი მოსწავლეებში შემოქმედებითი და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების უნარების გამოვლენა განვითარებაა.

კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობასა მიიღებენ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები ორ ასაკობრივ კატეგორიაში: პირველი - VII-IX კლასის მოსწავლეები და მეორე - X-XII კლასის მოსწავლეები;
  • მოსწავლემ უნდა შექმნასა ანიმაციური ვიდე რგოლი, რომელშიც გააცოცხლებს ნიკო ფიროსმანის ნახატებს;
  • ანიმაციური ვიდეო რგოლის შექმნისას შესაძლებელია გამოყენებული იყოს ციფრული თუ სხვა ტიპის უკვე არსებული რესურსი, ასევე მოსწავლეების მიერ თ+ავად შექმნილი ნახატები;
  •  მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ფიროსმანის ბიოგრაფიის ისტორიები და მათი მიხედვით შეიმუშაონ ანიმაციური ვიდეო რგოლის სიუჟეტი
  • ვიდეო რგოლი უნდა იყოს გახმოვანებული/გაფორმებული მუსიკალურად;
  • ვიდეო რგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.

კონკურსში გამარჯვებულები ცალ-ცალკე გამოვლინდებიან პირველ და მეორე კატეგორიაში. სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია სულ 12 გამარჯვებულს გამოავლენს, რომელთაც ფულად ჯილდოსთაან ერთად კომპიუტერულ ტექნიკასა და სხვა საჩუქრებს გადასცემს.

კონკურსის ვადები:

  • სასკოლო ტურის ორგანიზება, გამარჯვებულის გამოვლენა, გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრის შესაბამის რესურსცენტრში წარდგენა - არაუგვიანეს 2018 წლის 17 დეკემბრისა;
  • რესურსცენტრების მიერ სამინისტროსთვის საკონკურსო ნაშრომების მიწოდება -არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა;
  • სამინისტროში შექმნილი კომისიის მიერ გამარჯვებულების გამოვლენა - არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203