ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
03-12-2018
ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექტორის ინგა ვარდიძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით II-IV კლასებში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის საშემოდგომო სეზონი.
ინტელექტუალური თამაშები გაიმართა შემდეგი განრიგით:
I დღე - 21 ნოემბერი 13:10 სთ - მეორეკლასელთა ინტელექტუალური თამაში „ეტალონი“, სადაც ერთმანეთს შეხვდა თითოეული მეორე კლასიდან საკლასო ტურში გამოვლენილი საუკეთესო შედეგის მქონე სამი მოსწავლე, სულ 7 კლასიდან 21 მოსწავლე, რომელთაგან საპრიზო სამი ადგილი გადანაწილდა შემდეგნაირად: I-კურტანიძე დეა, II-ილია მსხვილიძე, III-ანანო გიგოლაშვილი.
II დღე - 22 ნოემბერი 13:10 სთ - მეოთხეკლასელთა ინტელექტუალური თამაში „ეტალონი“, სადაც ერთმანეთს შეხვდა თითოეული მეოთხე კლასიდან საკლასო ტურში გამოვლენილი საუკეთესო შედეგის მქონე სამი მოსწავლე, სულ 7 კლასიდან 21 მოსწავლე, რომელთაგან საპრიზო სამი ადგილი გადანაწილდა შემდეგნაირად: I- ზურა ბერიძე, II- მაქსიმე მაჩიტიძე, III-ნატალი პაპოიანი
III დღე - 26 ნოემბერი 13:10 სთ - მესამეკლასელთა ინტელექტუალური თამაში „ეტალონი“ სადაც ერთმანეთს შეხვდა თითოეული მესამე კლასიდან საკლასო ტურში გამოვლენილი საუკეთესო შედეგის მქონე სამი მოსწავლე, სულ 6 კლასიდან 18 მოსწავლე, რომელთაგან საპრიზო სამი ადგილი გადანაწილდა შემდეგნაირად: I- ბარბარე ნადირაძე, II- გიორგი ბაბელაშვილი, III- რეზო დიასამიძე.
კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა მაღალი დონე აჩვენეს. სკოლის დირექტორმა, ინგა ვარდიძემ სიგელები და სამახსოვრო წიგნები გადასცა საპრიზო ადგილებზე გასულ მოსწავლეებს.