გორის N4 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ გაიმართა.
სხვადასხვა სპორტულ თამაშებში ერთმანეთს მე-2ა და მე-4ა კლასის მოსწავლეები შეეჯიბრნენ.
ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგებმა ხათუნა თაყაძემ და ნინო ოქროპირიძემ გაუწიეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
იხილეთ ფოტოები